დიდ ბრიტანეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში იმიგრაციის მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში იმიგრაციის მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ის 49 ათასით შემცირდა და წელიწადში 273 ათასი ადამიანი შეადგინა. 2014 წლის შემდეგ, ეს ციფრი პირველად არის 300 ათასზე ნაკლები.
ამასთანავე, სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლებით ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადები ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა და 2016 წელს მან 201 ათასი შეადგინა.
როგორც დიდი ბრიტანეთის იმიგრაციის საკითხებში მინისტრმა, რობერტ გუდვილმა განაცხადა, ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა დიდ ბრიტანეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობა კიდევ უფრო შეამციროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები