გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს საქართველოს მეგობარი ქვეყნის, სომხეთის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა.
ქართველ კოლეგას მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა იმ თბილი მიღებისთვის, რაც ჩვენს დელეგაციას აღმოუჩინეთ”, – მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს.
მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები