საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში: დატყვევებული ქართველი სამხედროს დასახსნელად ძალისხმევას არ ვიშურებთ

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გადაიდგას ყველა ოპტიმალური ნაბიჯი, რათა ჩვენი მოქალაქე იქნეს გათავისუფლებული“, – ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა განაცხადა.
მისივე თქმით, საელჩო, დიპლომატიური არხის მეშვეობით, კონგოელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზეა.
„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გადაიდგას ყველა ის ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც ვითარების მიხედვით იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი მოქალაქე იქნეს გათავისუფლებული. ჩვენი მოქალაქის, რომელიც ამჟამად მძევლად არის აყვანილი. მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარისგან. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს, რაც კონგოელმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს მხოლოდ გუშინ. სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, კონგო არის რთული და დიდი სახელმწიფო, სხვადასხვა კონფლიქტებია ქვეყნის ტერიტორიაზე და თვითონ კონგოს მხარესაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რათა დაეზუსტებინა გარკვეული ინფორმაციები,“ – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბექა დვალი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე – სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი, ხოლო მეორე მოქალაქე დაჭრილია, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები