ლონდონის პოლიციას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ისტორიაში მის პოლიციას ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
როგორც კრესიდა დიკმა განაცხადა, ის „ძალზე კმაყოფილია იმით, რომ სკოტლანდ – იარდში ბრუნდება“. პოლიციის უფროსის ხელფასი წელიწადში 270 ათასი ფუნტი იქნება.
მანამდე დიკი ანტიტერორისტულ სამსახურში მუშაობდა. 2014 წელს მან სამსახური დატოვა და სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროპში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები