პაკისტანში „ბოევიკები“ სასამართლოს შენობას დაესხნენ თავს

სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში, ჩერსადას ოლქში მომხდარი ტერაქტის შედეგად. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, ასევე, მათ ხელყუმბარები გამოიყენეს.
ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა,  ორიც – უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ცნობისათვის, პაკისტანში ბოლო დღეებში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. საერთო ჯაში, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები