ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროექტ „საზღვრისპირა ტურიზმის“ განვითარების გზით, ახალგაზრდების დასაქმებაზე ისაუბრეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის წარმომადგენლები“ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ვალენტინა ნავერიანს შეხვდნენ და მიმდინარე პროექტის „საზღვრისპირა ტურიზმის“ განვითარების გზით, ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრეს.ღონისძიება, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, შემუშავებული განრიგის მიხედვით, არაერთ აქტივობას ითვალისწინებდა – კულტურული ძეგლების მონახულება, ქართული სამზარეულოს დაგემოვნება და მუზეუმის დათვალიერება. სტუმრების პატივსაცემად მოეწყო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. კონცერტამდე, სტუმრებმა ფოიეში წარმოდგენილი რეწვის ოსტატთა ნამუშევრებიც დაათვალიერეს.
პროექტი ერთდროულად ხორციელდება სომხეთისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში და მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებას და ახალი პერსპექტივების შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს და ეკონომიკური წინსვლის გარანტი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები