საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბერლინის კლინიკიდან დაბრუნებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში მოინახულა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან და ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად, საქართველოს პატრიარქს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა.