მიხეილ სააკაშვილი მიწის ქვეშ აღმოჩნდა (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვოლინსკის ოლქში მაღაროში ჩავიდა. შესაბამისი ვიდეო მან ფეისბუქში გამოაქვეყნა. სააკაშვილი ამბობს, რომ სურს დაადგინოს, არის თუ არა უკრაინაში დონბასის გარდა სხვა, ნახშირის ალტერნატიული საბადოები, ვინაიდან იმ რაიონს უკრაინა ვერ აკონტროლებს.
მაღაროების დათვალიერების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლინსკის მაღაროებით უკრაინას ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება შეუძლია, თუმცა ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი ინვესტირებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები