ბელგიის სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბელგიის ქალაქ ბრიუგეს სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს, ფახრია ერდალს დაუსწრებლად მიუსაჯა 15-წლიანი პატიმრობა. ასევე, მას 10 წლით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება. ერდალს 1996 წელს თურქეთში ოზდემირ საბანჯის მკვლელობის მონაწილეობაში ედება ბრალი. ის ბელგიაში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ 2006 წელს მიმალვა მოახერხა. ამჟამად მასზე ინტერპოლის ხაზით ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურა ერდალისთვის 30-წლიან პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას მხოლოდ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები