დიმიტრი ხუნდაძე: ყველაზე მთავარი იყო, სახელმწიფოს მონაცემთა ბაზებთან წვდომა ჰქონოდა

“გამოვიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც გამიჯნავს მოქალაქეების მონაცემთა ბაზებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ 2013 წელს მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იყო იმ მოქალაქეების ჩართვა პროგრამაში, ვინც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდა.
„ჩვენ ვახდენდით მონაცემთა ბაზის განახლებას, თუმცა ბევრი ბენეფიციარი კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ პაკეტებს კარგავდა. ათასობით მოქალაქე აღმოჩნდა სადაზღვევო პაკეტის გარეშე, ზოგი კი იღებდა ორმაგ დაფინანსებას და ამიტომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ამით სარგებლობდნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითოეული მოქალაქის დაზღვევას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიები ხელს არ უწყობდნენ ბაზაში არსებული მოქალაქეების აღწერას.
„ჩვენი მიდგომაა, რომ გვქონდეს წვდომა მონაცემთა ბაზაზე, რათა სწორად შევარჩიოთ ბენეფიციარები, არ შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდეთ განსხვავებული ხელმისაწვდომობა და მომსახურება. სწორედ ამის უზრუნველყოფისათვის ხდება მონაცემთა ბაზების შედარება “, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები