ინტერნეტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმაზე თავდასხმის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმაზე, კიმ ჩონ ნამზე თავდასხმის ვიდეო გავრცელდა. ვიდეო მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტშია გადაღებული. ვიდეო იაპონურმა ტელეკომპანია “Fuji TV”-მ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება ორი ქალი ღია ფერის კოსტიუმში გამოწყობილ მამაკაცს. ერთ-ერთი ქალი მას თავზე ცხვირსახოცს აფარებს, შემდეგ კი ხელს უშვებს და მიდის.
ამის შემდეგ, ვიდეოზე ჩანს, რომ კიმ ჩონ ნამი აეროპორტის დაცვის თანამშრომლებთან მიდის და რაღაცას ესაუბრება. შემდეგ კი მათთან ერთად, აეროპორტის დარბაზის ტერიტორიას ტოვებს.

კიმ ჩონ ნამზე თავდასხმა 13 თებერვალს, მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში მოხდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა მოწამლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები