“სასულიერო პირი, თავისი ქცევით, თვითონ უნდა გაუფრთხილდეს ეკლესიის ავტორიტეტს“

“კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა რატომ მიიჩნევა ეკლესიის ლანძღვად ან შეურაცხყოფად ვერ ვხვდები”, – ამის შესახებ მამა იერონიმე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ჯანსაღი კრიტიკა ეკლესიაზე თავდასხმად არ უნდა აღიქმებოდეს.

„კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა, რატომ მიიჩნევა ეკლესიის ლანძღვად ან შეურაცხყოფად ვერ ვხვდები. მე თუ რამეს დავაშავებ, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ჩემს ქცევაზე, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და ეს სულაც არ იქნება თავდასხმა ეკლესიაზე. სასულიერო პირი, თავისი ქცევით, თვითონ უნდა გაუფრთხილდეს ეკლესიის ავტორიტეტს. ეკლესიას ის ხალხი კი არ აკნინებს, ვინც რომელიღაც სასულიერო პირს აკრიტიკებს, არამედ თვითონ უღირსი სასულიერო პირი, რომელიც ამ კრიტიკის მთავარი მიზეზია“, – წერს მამა იერონიმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები