„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და ეს არის ”ქართული ოცნების” მონაპოვარი“

როდესაც ნახეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს მათ პროვოკაციაზე წამოგებას, ადგნენ და საკუთარი ხელით გამორთეს ტელევიზია, ახლა ისევ ჩართეს, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ხელისუფლების წინაღმდეგ შავი პიარის აგორებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას შეეცადნენ. „ისინი წავიდნენ ყველანაირ პროვოკაციაზე, ხან მოსამართლეების მოქრთამვას, ხან მათზე ზეწოლას, ხანაც სასამართლოს და ხელისუფლების წინაღმდეგ შავი პიარის აგორებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას შეეცადნენ, მაგრამ მაინც ვერ მოარგეს ამ კომპანიას წამებულის და სამართლიანობისთვის ბრძოლის ტელევიზიის მანტია.როდესაც ნახეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს მათ პროვოკაციაზე წამოგებას, ადგნენ და საკუთარი ხელით გამორთეს ტელევიზია, ახლა ისევ ჩართეს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება დღეს გამართულ აქციას, მისი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური აქცია. ”დღევანდელი აქცია მინდა შევაფასო, როგორც პოლიტიკური აქცია. ამ ქალაქში თავისუფლების დასაცვად გაცილებით მეტი ადამიანი გამოდის. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და ეს არის ”ქართული ოცნების” მონაპოვარი. მე ამ აქციას ვაფასებ, როგორც მცდელობას, გადაფარონ ის სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა, რომელიც მიმართული იყო მოსამართლეების მოსყიდვისა და თუ შანტაჟის გამოყენებით, სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობით. ეს არ არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა, რომ სააკაშვილმა შეინარჩუნოს ”რუსთავი 2”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები