ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში განაგრძობს

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა.
ალასანიამ პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავკულიძის არჩევა მოიწონა და განაცხადა, რომ პარტიამ კომპეტენტური ადამიანი აირჩია თავმჯდომარედ.
„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ იყო მომენტი, რომ შალვა შავგულიძეს პარტიასთან ერთად სწორი პოზიცია არ დაეკავებინა. შავგულიძე ის კაცია, რომელიც გაუძღვება პარტიას შემდგომ არევნებში. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ”, – განაცხადა ალასანიამ. ალასანია აცხადებს, რომ თავად პარტიის რიგით წევრად რჩება.
„თავისუფალი დემოკრატებმა“ რიგით მეხუთე, რიგგარეშე ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები