“თავისუფალი დემოკრატებმა” რიგით მეხუთე, რიგგარეშე ყრილობა გამართეს

“თავისუფალი დემოკრატებმა” რიგით მეხუთე, რიგგარეშე ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს.
შავგულიძემ პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, მისივე თქმით, ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.
ამასთან, სტუმრის სტატუსით ყრილობას დაესწრო პარტიის ყოფილი თავმჯდომარ ირაკლი ალასანია.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, მისივე თქმით, პარტიის წევრად რჩება.
დღევანდელ ყრილობაზე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს თამარ კეკენაძე, პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კი ლევან სამუშია აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები