სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე, დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას    საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
კათოლიკოს-პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. მას აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.
შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები