კონტრ-ადმირალს 85 წელი შეუსრულდა

საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველ სარდალს, კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, სიმონ კობეშავიძემ მიულოცეს. კონტრ-ადმირალს 18 თებერვალს 85 წელი შეუსრულდა. ალექსანდრე ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის დროს ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური იყო, რომელმაც 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკური-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას გარშემო შემოუარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები