ამერიკელ პრეზიდენტებს შორის ბარაკ ობამამ რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა

ტელეკომპანია “C-SPAN”-მა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მე-12 პოზიცია დაიკავა.
ისტორიკოსებმა ობამას მაღალი ქულები მიანიჭეს „ყველასათვის თანაბარი სასამართლო სისტემის შექმნისა“ და „მორალური ავტორიტეტისთვის“.  გარდა ამისა, მან მაღალი ქულები მიიღო კატეგორიებში „სამეურნეო ხელმძღვანელი“ და „დარწმუნების შესაძლებლობა“.
დაბალი შეფასება ობამამ დაიმსახურა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის და პარტიებთან ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში, ექსპერტები ამას საკმაოდ მაღალ რეიტინგს უწოდებენ.
აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში პირველი სამეული 2009 წლიდან არ შეცვლილა, პირველ ადგილზეა აბრაჰამ ლინკოლნი, მეორეზე – ჯორჯ ვაშინგტონი და მესამე პოზიციაზე – ფრანკლინ რუზველტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები