ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა

,,მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ, მე შენთან მოვალ, დავბრუნდები!…” – ირაკლი ჩარკვიანის ცნობილი სიმღერიდან ეს ტექსტი აზა მელიქაძემ სოციალურ ქსელში 15 თებერვალს, 13.00 საათზე გამოაქვეყნა.
14494780_1786239624956952_185087033534311490_n
იმავე დღეს, საღამოს, 19 წლის აზა მელიქაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი იყო. მეზობლების ინფორმაციით, გოგონა მე-5 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებობს კიდევ ინფორმაცია, რომ გოგონა მე-5 სართულზე მოაჯირს მიეყრდნო და შემთხვევით გადავარდა. ასევე ერთ-ერთი ვერსიით, აზა მელიქაძეს ბიჭთან კამათი მოუვიდა, მას ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. ადგილობრივების თქმით, მას დაუძახეს არ გადმომხტარიყო, მაგრამ მაინც გადმოხტა.
“მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემ გარშემო… მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს ჩემში …” – ეს სიტყვებიც აზა მელიქაძეს ეკუთვნის, რომელიც მან თვითმკვლელობამდე ორი კვირით ადრე, 1 თებერვალს, სოციალურ ქსელში დაწერა. 111
აზა მელიქაძე წარმოშობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვიდან იყო, ბათუმში სწავლობდა და ნათესავის სახლში ცხოვრობდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ აზა მელიქაძე უნივერსიტეტში გეოგრაფიის სპეციალობით სწავლობდა.
„მხოლოდ ერთი სემესტრი გაიარა, პირველ კურსზე სწავლობდა, მშვიდი, გაწონასწორებული და კარგი სტუდენტი იყო. გუშინ უნივერსიტეტში შევიტყვე ამ ტრაგედიის შესახებ, ძალიან შეძრწუნებული ვართ და განვიცდით“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მარინა ქორიძემ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
19 წლის აზა მელიქაძის ცხედარი ბათუმიდან ჩაქვში გადაასვენეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები