სამხრეთ კორეაში კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი ლი ჩჟე იონი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ლი ჩჟე იონი ფორმალურად, „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მამამისმა, კომპანიის პრეზიდენტმა  ლი გონ ხიმ ინფარქტი გადაიტანა, ლი ჩჟე იონი, ფაქტობრივად, კორპორაციის მმართველი იყო.
„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ფონდებში თანხების უკანონო გადარიცხვაშია ბრალდებული.  ლი ჩჟე იონი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უარყოფს.
გამოძიების ინფორმაციით, ლიმ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ფონდში 41 მილიონო დოლარი გადარიცხა და ეს იმისთვის გააკეთა, რომ მთავრობას „სამსუნგში“ მემკვიდრეობით მმართველი თანამდებობის გადაცემაზე თვალი დაეხუჭა.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ლი ჩჟე იონის ეს ქმედება ქრთამის მიცემად შეფასდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები