ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით სემეკი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით.
კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით, მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მიმართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა ქოლცენტრის საშუალებითაც შეუძლიათ  ნომერზე – 16 216.
„კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ. კომისია აქვე განმარტავს, რომ “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები