ვაზიანში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, 18 თებერვალს, 10.00 საათზე, დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ. პაციენტებს, საჭიროებისამებრ, უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.
ბენეფიციარებს 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი მოემსახურება. სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები