მაია ბითაძე გოეთეს ინსტიტუტში გამოფენას „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“ დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე გოეთეს ინსტიტუტში გამოფენას „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“ დაესწრო.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დიდი ინტერაქტიული გამოფენა საქართველოში პირველად გაიმართა და ოთხი ელემენტი მოიცვა: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. თითოეული ელემენტისათვის გამოიყო ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონი. წარმოდგენილი იყო მოძრავი სტენდები, ფოტოებისა და ილუსტრაციების სახით, რომელზეც ასახული იყო სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელი.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეების, ეკოლოგიური თემებით დაინტერესება და ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში. გამოფენას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გერლინდე მასუდი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები