ნიკა გვარამიას სასამართლოში ხვალ დაკითხავენ

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კრიმინალური პოლიციის შუამდგომლობა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვის შესახებ. გამომძიებელი მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს გვარამიას ხვალ დაუსვამს. დაკითხვა 10:30 საათზეა ჩანიშნული. საქმე იმ ფარულ ჩანაწერებს ეხება, რომელიც ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ავთენტურად ცნეს.
„შს სამინისტროს ვუცხადებთ უნდობლობას, რისი საფუძველიც გვაქვს. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ შსს-ს არ აინტერესებს იმ საქმის გამოძიება, რაც ეხება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას და ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას. ჩვენ დაკითხვისას დავასახელეთ პირთა ვინაობა, ვისაც მოსმენილი ჰქონდა ჩანაწერის სრული ვერსია, მაგრამ არც ერთ მათგანთან კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონია და არ დაინტერესებულა რეალურად სხვა პირთა მოსაზრებით, ვისაც მოსმენილი ჰქონდა აღნიშნული ჩანაწერი. ცალსახაა, რომ ეს არის ყალბი დასკვნა, თითოქსდა ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული ვერსია. ამ მიზეზთა გამო, არ ვენდობით შსს-ს და მოვითხოვეთ, სასამართლოს წინაშე მომხდარიყო დაკითხვა”, – განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები