რუსეთი უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას არ აპირებს

„რუსეთი სხვა ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიებს არ ურიგებს. ყირიმი რუსეთის რეგიონია და მის შემადგენლობაში დარჩება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განუცხადა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისგან უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას ელოდება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციაში ხელშეწყობას ელოდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები