თათა ხორგუაშვილი „Golden Dream”-ის გრან-პრის მფლობელია

ტათა6 და 11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში (ნევადა), საერთაშორისო ფესტივალი „Golden Dream”- „ოქროს ოცნება“ მიმდინარეობდა.
როგორც „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ფესტივალზე მიწვეული იყო კასპელი ახალგაზრდა მომღერალი თათა ხორგუაშვილი და მისი პროდიუსერი ქართლოს (გიგა) ხორგუაშვილი.
„ჩვენდა საამაყოდ, თათა ხორგუაშვილი, რომელიც 2 წლის ასაკიდან მღერის – ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა და თანაქალაქელები გაახარა. კასპის მუნიციპალიტეტი თათა ხორგუაშვილს ულოცავს წარმატებას და მისგან მომავალშიც საუკეთესო მიღწევებს ელოდება“, – აღნიშნავენ კასპის მუნიციპალიტეტში.16780503_10154428312659779_559666794_n

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორებიც ლას-ვეგასის მერია, ასევე, უკრაინისა და რუსეთის საკონსულოები არიან, ხელს უწყობს საესტრადო ხელოვნების პოპულარიზაციას.
ფესტივალი წლების განმავლობაში ტარდება და წელს მასში 14 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
თათა ხორგუაშვილი ფესტივალზე კომპოზიტორ ვაჟა ტუღუშის სიმღერით „ქუჩაში ერთხელ“ წარდგა, ასევე – თანამედროვე მომღერლის ბიონსეს ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა „Runnin” შეასრულა.
ახალგაზრდა მომღერალმა, რომელიც სამშობლოში მრავალი ფესტივალის მონაწილე და ლაურეატია, ჟიურის და მსმენელის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ასევე, ჟიურის წევრისგან მაიამის ხმის ჩამწერი სტუდიის მიწვევაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები