საქართველო აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსშია

საფრანგეთში ვეზულის აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველოა.
საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორი რუსუდან ჭყონიაა.
ფესტივალზე ჭყონიას ფილმი “გაიღიმეთ” ტელეხიდის მეშვეობით ერთდროულად 2 ქალაქში, ვეზულში და ბელფორდში აჩვენეს.
კინოფესტივალმა ქართულ კინოს არაერთი ღონისძიება მიუძღვნა. გაიმართა საქართველოს წვეულება და შემდეგი ქართული ფილმების რეტროსპექტივა:
“მაგდანას ლურჯა” (რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე); “მონანიება” (რეჟისორი: თენგიზ აბულაძე);
“აპრილი” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი); “გიორგობისთვე” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი); “პასტორალი” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი);  “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე);
“დღეს ღამე უთენებია” (რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე); “სამანიშვილის დედინაცვალი” (რეჟისორი: ელდარ შენგელაია); “მანდარინები” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე); “გაიღიმეთ” (რეჟისორი: რუსუდან ჭყონია);
“ძმა” (რეჟისორები: თეონა და ტიერ გრენადეები).
ვეზულის აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საფრანგეთში ყოველწლიურად 1995 წლიდან ტარდება და იგი აზიური ფილმების კინოფესტივალების საუკეთესო ათეულში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები