„მიდიან წლები“ – ირმა სოხაძესთან შეხვედრა გაიმართება

“ათონის დარბაზში” გრძელდება შეხვედრათა ციკლი ქართველ ხელოვანებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა მომღერალ, პიანისტ და ტელეჟურნალისტ ირმა სოხაძესთან.
დამსწრეებს საშუალება აქვთ, სტუმარს დაუსვან შეკითხვები.
ირმა სოხაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და თეორიული ფაკულტეტები.
4 წლისა უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა – საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ “რეროს” სოლისტი იყო. სწორედ “რეროში”იმღერა ცნობილი “ნარინჯისფერი სიმღერა”(“Оранжевая песня”).
2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი ციკლური გადაცემის ავტორი, რედაქტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. ასევე, 1990-იან წლებში ჩატარებული 7 ტელემარათონის ავტორი და წამყვანი (მათ შორის სოციალურად დაუცველ, დაავადებულ და აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა დასახმარებლად);
ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 100-მდე საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, სამი საბავშვო მიუზიკლისა და ერთი მონოოპერის ავტორი.
მისამართი: ფანასკერტელის 9.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები