აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კიმ ჩენ ინის ძმა ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა მოკლეს

შეერთებული შტატების ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩონ ნამი ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მალაიზიის პოლიცია, სადაც კიმ ჩონ ნამი მოკლეს, ამ ეტაპზე მტკიცებულებებს აგროვებს და გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების ინფორმაციით, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში კიმ ჩონ ნამთან ქალი მივიდა და მას თავზე ხელსახოცი მიაფარა. ის რაღაცა სითხით იყო გაჟღენთილი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას თვალები აეწვა და ის საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა კიმ ჩენ ნამის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.
კიმ ჩონ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის უფროსი შვილია. 2001 წლიდან ის ჩინეთში ცხოვრობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები