„უსახლკარო“ – თეო ხატიაშვილის თავისუფალი კინოჩვენება

17 თებერვალს, 20:00 საათზე, „მზიურში“ მორიგი თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება. როგორც „კვირას“ „მზიურში“ განუცხადეს, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ფრანგი ქალი რეჟისორის, ანიეს ვარდას ფილმს: „უსახლკაროს“ წარმოადგენს.
„კაცის პერსპექტივიდან დანახული ქალის სხეულის დე-ფეტიშიცაზიის საუკეთესო ნიმუში”, – ასე შეაფასა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ანიეს ვარდას ფილმი “უსახლკარო”.
“ფრანგული ახალი ტალღის” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორის ფილმებში, ისე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იკითხება ქალური პერსპექტივა, რომელიც წამოსწევს მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს თუ კულტურულ კლიშეებს, რაც ადამიანების მარგინალიზების საფუძველი ხდება.
ჩვენების ორგანიზატორი: თეო ხატიაშვილი; ფილმის რეჟისორი: ანიეს ვარდა; ქვეყანა: საფრანგეთი,
ქრონომეტრაჟი: 145 წთ.
“მზიურის“ თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდ აჰუაჰუს“ თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები