ვალერი ასათიანის ლექცია: „ანტიკური კულტურა და საქართველო” გაიმართება

23 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  პროფესორ ვალერი ასათიანის ლექცია: „ანტიკური კულტურა და საქართველო” გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: რა იცოდნენ ძველ საქართველოში ანტიკური კულტურის შესახებ; ჰომეროსის სამყარო და რუსთაველი; ცნობები ბერძნული მითოლოგიის შესახებ; „ქართული იფიგენია” და “ქართული ალექსანდრიანი”; როგორია საქართველოში ანტიკურობის შესწავლის ტრადიცია და ვინ იყო „მეცნიერების კეთილშობილი რაინდი”?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები