მამა გიორგის კომენტარი ციხიდან – “უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა.
როგორც მამა გიორგი აღნიშნავს, ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 2015 წლიდან უგზავნიდა. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, რომელსაც ტელეკომპანიამ თხოვნით მიმართა, წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით, პატიმართან შეხვედრის დროს, დაესვა  მისთვის კითხვა, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის. ადვოკატმა გიორგი მამალაძემ „რუსთავი2“-ს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც „რუსთავი2“-მა გაახმაურა, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.
უფრო მეტიც, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილებიც აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცებაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები