ახვლედიანი გვარამიას ჩანაწერის ავთენტურობაზე: საზოგადოებას უნდა წარუდგინონ კონკრეტული მტკიცებულებები

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი ახვლედიანი საგამოძიებო უწყებას გვარამია – ახვლედიანის ფარული ჩანაწერების საქმეზე არსებულ მტკიცებულებების გამოქვეყნებას სთხოვს.
„რაც შეეხება, რომ ეს არის ავთენტური, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის ეჭვი არ ეპარებოდა და ეს არავითარი წარმატება არ არის. საზოგადოებას უნდა წარუდგინონ უამრავი კონკრეტული მტკიცებულებები, დანაშაულია ჩადენილი და მერე ისაუბრონ ვინმეს პასუხისმგებლობაზე“, – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი დღეს, 18:00 საათზე გამოკითხვაზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები