მერიასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს ხელწერილის საფუძველზე გათაავისუფლებენ

თბილისის მერიასთან დაკავებულების პროცესი პირველ მარტამდე გადაიდო. მოსამართლემ მტკიცებულების სახით, საპატრული პოლიციის სამკერდე კამერების ჩანაწერები მოითხოვა, რაც პოლიციას არ ჰქონდა, რის გამოც სხდომა გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერები წარადგინა. ადვოკატის თქმით, ამ ჩანაწერებით დაკავებულების უდანაშაულობა დასტურდება.
დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებიან.
გუშინ „ „რუსთავი2-ის“ მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე13 მოქალაქე დააკავეს. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები