პატრიარქს პალატაში რამდენიმე საათში გადაიყვანენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს. ხვალ გახდება ცნობილი, თუ როდის ჩამოიყვანენ პატრიარქს თბილისში, სადაც, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ბერლინში ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები