აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივ ღონისძიებებს გაატარებენ

აშშ-ის, სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ამ მიზნით სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ იყო მიღებული.
სამხრეთ კორეული სააგენტო “რენჰაპის” ინფორმაციით, მარტში სამხრეთ კორეის სიახლოვეს სამხედრო მანევრები გაიმართება, რომელშიც ამერიკული ავიაგამანადგურებლები და ატომური წყალქვეშა ნავები მიღებენ მონაწილეობას.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორშაბათს ჩატარებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
ფხენიანის ინფორმაციით, წვრთნების დროს ბირთვული იარაღით რაკეტის აღჭურვის და ანტირაკეტების შეტევისგან მისი მანევრირების შესაძლებლობა იყო შესწავლილი.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რაკეტის გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები