პაკისტანის დედაქალაქში წმინდა ვალენტინის დღე აიკრძალა
ისლამაბადის უზენაესმა სასამართლომ პაკისტანის დედაქალაქში წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა აკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს დღესასწაული მუსლიმანურ კულტურას ეწინააღმდეგება. სასმართლომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფესტივალების და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება აკრძალა. გაზეთ “The Dawn”-ის ინფორმაციით, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ფესტივალების ჩატარება „ამორალური შეხედულებებისა და არასათანადო მოქცევის გავრცელებას უწყობს ხელს“.
ცნობისთვის, ბოლო წლებში, პაკისტანში ეს დღესასწაული ძალზე პოპულარული გახდა, მას, ძირითადად, ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნავენ, თუმცა ამ დღესასწაულს პაკისტანში მოქმედი რელიგიური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან.