მთავრობის ადმინისტრაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმი გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გრიგალავა, მაია ბითაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, განსახილველი დოკუმენტები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა. გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ნარჩენების მართვა, სატყეო პოლიტიკა, გარემოს ხარისხის გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის შეფასება და ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზება – ეს ის თემებია, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი შექმნილია ევროპის კომისიის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის, თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევას.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას, მათ შორის, ერთ-ერთია გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება. სამუშაო შეხვედრა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები