საქართველოში ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოში, ვიზიტით, ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი იმყოფება.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, 14-16 თებერვალს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის.
შეხვედრებზე  საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები