გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბარის აკრძალვის მოხსნას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მთავარი პროკურატურისგან იმ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მას საქმეზე საჯარო საუბარი ეკრძალება.
ოფიციალური წერილობითი მოთხოვნით, ადვოკატი საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართავს.
„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით, პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ისე, როგორც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას თავის სიმართლეს, ჩვენც ჩვენი სიმართლე ვუთხრათ”, – აცხადებს გიორგი ფანცულაია „კურიერთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები