ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვარამია – ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით,  ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი დღეს, 18:00 საათზე გამოკითხვაზეა დაბარებული.
„30 წუთის ხანგრძლივობის აუდიოფაილი სახელწოდებით „ნიკა გვარამია ჰპირდება მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმები ეკუთვნით ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანს. დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები