უწმინდესს დღეს გერმანიაში ოპერაციას გაუკეთებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღეს ოპერაცია ჩაუტარდება. ილია მეორისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ  გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები