ერევანში ძვირადღირებულ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
სომხეთში, ერევანში ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ზ.თ. სასტუმრო Ani Plaza-ს 12-ე სართულზე ერთ-ერთ ნომერში საწოლში ნახეს. ახალგაზრდა მამაკაცს მაჯები ჰქონდა დასერილი, კისერზე კი წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.