არქიმანდრიტი მრევლს მიმართავს: ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული – ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
არქიმანდრიტმა მრევლს სრულიად საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის”, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.
საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები