ქობულეთში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ, ნაღმი აფეთქდა. ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარის  შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე რეაგირება აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის განადგურება–დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 5 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები