ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს
ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
დეპუტატმა პარლამენტში საკუთარ გამოსვლაში უმრავლესობის ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
“მინდა ისტორია გავიხსენო, არა იმისა რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ ბოლო დროს რა მოხდა ამ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღსასრულებლად დაგვიდო თავისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა შეგვესრულებინა შემდეგი; უნდა შექმნილიყო ორგანო დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხით, მას არ უნდა ჰქონოდა გამოძიების ფუნქცია, არ უნდა ჰქონოდა პროფესიული ინტერესი საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და არა მხოლოდ მოსმენებზე. ეს არის ნაირსახეობა საგამოძიებო მოქმედებებისა და ამ ფუნქციის აღმასრულებელ ორგანოს ასეთის მიმართ ინტერესი არ უნდა ჰქონოდა”-აცხადებს მდინარაძე.მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა დაუშვას, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაიმე რისკის შემცველი ნორმის შექმნა და საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს”, – განაცხადა მდინარაძემ.
„დღეს უკვე გვიანია ლაპარაკი რამდენად მოგვწონს თუ არ მოგვწონს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა შეგვესრულებინა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა სამი მთავარი ინტერესი დასაკმაყოფილებელი. პირველ რიგში, ეს იყო შესაბამისობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რაც მაქსიმალურად იქნა უზრუნველყოფილი. მეორე, იყო ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი და ესეც შესრულებულია ამ პროექტის მიხედვით, იმიტომ რომ იმ უპრეცენდენტო დაცვის მექანიზმს რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ქვია ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის ხელმძღვანელის ქვეშ ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის. ეს ლეგიტიმაცია ინსპექტორის, ამას დამატებული სასამართლო კონტროლი ცალკეულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის კონტროლი, როდესაც კონტრდაზვერვით საქმიანობაზეა საუბარი და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ამ მიმართებით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონი და მთლიანად მსოფლიო დგას უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე, როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ მიმართულებით რაიმე რისკის შემცველი რომელიმე ნორმა შევქმნათ. მამუკა მდინარაძემ იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მიიღო.
რამდენიმე რიტორიკულ კითხვას დავსვამ და მე თვითონ ვუპასუხებ. ამ კითხვებზე პასუხი ოპონენტებს არ გააჩნიათ. ამიტომ, ხაზგასმით უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. 1. რა სახის ფუნქციას წარმოადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედება? – რა თქმა უნდა, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია. 2. რომელი შტოს ნაწილი უდნა იყოს ის ორგანო, რომელიც ამ ფუნქციას განახორციელებს? – რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე როდესაც არის საუბარი. 3. რომელი სამართლებრივი ფორმა უნდა არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხით?
ეს თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სხვა ალტერნატივა ამ შემთხვევაში ამას არ აქვს. მაშინ თუ ეს ასეა რატომ ვსაუბრობთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობაზე. მაშინ რატომ ვლაპარაკობთ და ვატყუებთ საზოგადოებას, რომ შესაძლებელია ეს იყოს მაგალითად როგორც კონტრდაზვერვაა და ჩვენ შევქმნათ რაღაც ასეთი ცალკე აღებული მონსტრი და შვილებს დავუტოვოთ ან კონტიტუციური ორგანო, ან ცალკე აღებული დამოუკიდებელი უწყება საგამოძიებო მოქმედებების დამატებითი ნაირსახეობის შესასრულებლად. თქვენ ამას მოგვიწოდებთ? მოგვიწოდებთ, შევქმნათ ექსპერიმენტი, რაც მსოფლიოში დღეს არ მოქმედებს. ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან აქ უკვე გამოწვევებზე საუბარი ზედმეტია. პირდაპირ შენი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებ დარტყმას. ამიტომაც, ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს ეს არ ყოფილა ერთი დღის ნამუშევარი და ამაზე ბევრი ფიქრი გახდა საჭირო ყველა ასპექტთან დაკავშირებით რაზეც მე ვისაუბრე და ამ პროექტს ჩვენი მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა დეპუტატმა.