დონადლ ტრამპი სი ცზინპინს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ცზინპინს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ ის “ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ პატივს სცემს.
ან ინფორმაციის მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი „ხანგრძლივი და თბილი იყო“.
მანამდე, ტრამპი აცხადებდა, რომ მან, შესაძლოა, ტაივანის არაღიარების პოლიტიკაზე უარი თქვას.
ტრამპი და ცზინპინი ოფიციალურ ვიზიტებზეც შეთანხდნენ.