მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა

ნავთობი დღეს მსოფლიო ბაზარზე გაიაფდა. კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსის ფასმა 0,73%-ით დაიკლო და ერთ ბარელში 54,65 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება WTI-ის ნავთობის ფასს, მან 51,59 დოლარი შეადგინა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავთობის ფასმა აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იკლო, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მისი მარაგი გაიზარდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაშინ, როდესაც „ნავთობის ინსტიტუტი“ მარაგის გაზრდას 2,5 მილიონი ბარელით ვარაუდობდა, ის 14,2 მილიონი ბარელით გაიზარდა. ბენზინის მარაგი აშშ-ში 2,9 მილიონი ბარელით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები