არჩილ თალაკვაძე: თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი ადამინების უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ

თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი ადამინების უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების საკითხზე.
როგორც პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თალაკვაძემ აღნიშნა, უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 32 მილიონი დაიზოგა.
„უნდა გითხრათ, რომ ეს ოპტიმიზაცია ჩატარდა ანალიზის შემდეგ. იქ აღმოჩენილი იყო მთელი რიგი დუბლირებული ფუნქციები, ხელოვნურად გაზრდილი შტატები. თუ ძალიან გაინტერესებთ, სამოქალაქო მფრინავები და ტექნიკოსები საერთოდ “ყარაულში” იყვნენ გაფორმებულები. ამ ოპტიმიზაციის შედეგად 32 მილიონი დაიზოგა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები