ტრამპმა „დემოკრატები“ მინისტრების დანიშვნის პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესმენებს მისი ადმინისტრაციის მუშაობის შეფერხებაში ადანაშაულებს.
„სამარცხვინოა, რომ მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით დღემდე დაკომპლექტებული არ არის და ეს ამ პროცესის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „დემოკრატები“ ამ პროცესს განზრახ აჭიანურებენ“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ცნობისთვის, ტრამპის ინაუგურაციიდან 3 კვირის შემდეგ 21 მინისტრიდან კონგრესმა ამ დრომდე მხოლოდ 6-ს დაუჭირა მხარი.
ტრამპმა ეს სტატუსი მას შემდეგ დაწერა, რაც სენატმა  განათლების მინისტრის თანამდებობაზე ბეტსი დევისი ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე განხილვის შემდეგ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები